გოგენია აკაკი ვასილის ძე (1892)

  • დაბადების თარიღი: 1892 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, სენაკი, სოფ. რედუტკალე
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ბათუმის პორტის უფროსი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ, ბათუმი, შმიდტის ქუჩა # 22
  • პარტიულობა: საქართველოს კომუნისტური პარტიის(ბ) წევრი 1924 წლიდან; გაირიცხა დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

  • ბრალად ედება: რომ იყო ბათუმის პორტის სისტემაში არსებულ კ/რ ტროცკისტული, ტერორისტული, დივერსიული და ჯაშუშური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ჩამოაყალიბა ჯგუფი და ემზადებოდა ტერორისტული აქტების განსახორციელებლად კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. მის მიერ კ/რ ტროცკისტულ, ჯაშუშურ, დივერსიულ და ტერორისტულ ორგანიზაციაში გადაბირებული ბათუმის პორტში მომუშავე ხუთი თანამშრომლის დახმარებით ეწეოდა დივერსიულ საქმიანობას ბათუმის პორტში. თავისი ძმის დახმარებით აკავშირებდა ერთმანეთთან ბათუმის კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციას საზღვარგარეთ მყოფ ტროცკისტებთან და სხვ. გოგელიამ თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მინინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-8, 58-9, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან