დიდიძე ნინა გრიგოლის ასული (1890)
- დაბადების თარიღი: 1890 წ.
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით პედაგოგი. დაპატიმრების მომენტში - უმუშევარი
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1905 წ.-დან 1928 წ.-მდე. გარიცხულია აქტიური არალეგალური ტროცკისტული საქმიანობისთვის.
- ბრალად ედება: რომ 1) 1927 წლიდან 1932 წლამდე აქტიურად ეწეოდა არალეგალურ კ/რ ტროცკისტულ საქმიანობას. დაკავშირებული იყო კ. ცინცაძის სახელობის ტიპოგრაფიასთან. 2) დარახველიძის მეშვეობით კავშირს ინარჩუნებდა გასახლებულ ტროცკისტებთან ყოველ ხელსაყრელ მომენტში, იყენებდა დაშიფრულ მიმოწერას; 3) შეხვდა საქართველოში ტროცკიზმის ერთ-ერთ ლიდერს, კილაძეს, რომელსაც დაავალა ტროცკისტული ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა საქართველოში. 4) 1934 წ. დარახველიძის გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ აღადგინა მასთან საქმიანი ურთიერთობა, რომელიც მიმართული იყო საქართველოში ტროცკისტული ორგანიზაციის შექმნისაკენ. 5) დაპატიმრების მომენტამდე რჩებოდა მტკიცე/ურყევ ტროცკისტად, რადგან არც იდეურ დონეზე, არც ორგანიზაციულად არ დაუტოვებია კ/რ ტროცკიზმი. 6) დაპატიმრების შემდეგ შინსახკომის იზოლატორში კ/რ შინაარსის დაშიფრული მიმოწერა ჰქონდა დარახველიძესთან. თავი დამნაშავედ ცნო ნაწილობრივ.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: გასიევი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 58-10, 58-11, 17-58-8
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან