შკოლინი სერგეი ნიკოლოზის ძე (1897)
- დაბადების თარიღი: 1897 წ.
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - 76-ე სომხური დივიზიის პოლიტიკური განყოფილების უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელი; წოდება - პოლკის კომისარი
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1920 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ამხ. ს.მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. 1936 წლის ივნისიდან შედიოდა მემარჯვენეთა კ/რ სამხედრო ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირში საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას; ეწეოდა მავნებლობას მე-20 დივიზიის 58-ე პოლკიში, რაც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სამხედრო ძლიერების შესუსტებისაკენ. დაკავებული იყო კ/რ ორგანიზაციაში ახალი წევრების გადაბირებით. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ღარიბი გლეხის ოჯახიდან. წითელ არმიაშია 1918 წლიდან.