მოდებაძე პლატონ სპირიდონის ძე (1882)
- დაბადების თარიღი: 1882 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით - ინჟინერი; სოფლის მეურნეობის მანქანა- დანადგარების მთავარი სამმართველოს რწმუნებული საქართველოში
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, სასტუმრო "ევროპა", საქართველოს სსრ
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 04/14/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ1921 წელს საზღვარგარეთ ყოფნისას, გადაბირებულ იქნა უცხო ქვეყნების დაზვერვების წარმომადგენელთა მიერ და დაპატიმრებამდე ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ საქმიანობას. 1930 წელს მოდებაძემ, უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით შექმნა დივერსიულ-მავნებლური უჯრედები და გაშალა ფართო მავნებლური საქმიანობა ჭიათურის მარგანეცის საბადოს დასანგრევად, რისთვისაც გადაიბირა საბადოს ყოფილი მთავარი ინჟინერი ლორთქიფანიძე. 1932 წელს, მემარჯვენე ანტისაბჭოთა ცენტრის ხელმძღვანელის, როსკოვის მითითებით მონაწილეობდა საქართველოში მემარჯვენე კონტრრევოლუციური ორგანიზაციის შექმნაში და შემდგომში შევიდა მისი ცენტრის შემადგენლობაში.1934 წელს, პარიზში ყოფნისას, საქართველოს ტროცკისტული ანტისაბჭოთა ცენტრის ხელმძღვანელის, ბუდუ მდივნის მითითებით, კავშირი დაამყარა საბჭოთა ხალხის აქტიურ მტერთან, კონტრრევოლუციონერ მენშევიკ ნოე ჟორდანიასთან და აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბლოკის შექმნის, აგრეთვე საბჭოთა ხელისუფლების დამხობის შემდეგ საქართველოზე ერთ-ერთი კაპიტალისტური სახელმწიფოს პროტექტორატის დამყარების შესახებ. მოდებაძე იყო კონტრრევოლუციური ტროცკისტულ- ტერორისტული ორგანიზაციის მთელი საქმიანობის კურსში, მათ შორის სტალინისა და ბერიას წინააღმდეგ ტერაქტების მომზადების პროცესში. 1935 წელს მოდებაძემ ტროცკისტულ-ტერორისტულ ორგანიზაციაში გადაიბირა შინსახკომის ყოფილი თანამშრომელი კავთელაძე, რომლისგანაც იღებდა ინფორმაციას ტროცკისტების წინააღმდეგ შინსახკომის ბრძოლის ღონისძიებების შესახებ. კ.ს. მოდებაძემ წაყენებული ბრალდებები სრულად აღიარა.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
- მუხლი: 58-1-а, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
რეაბილიტაცია: სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 07/09-1957 წლის