იოვიძე ისმაილ სტეფანეს ძე (1884)

  • დაბადების თარიღი: 1884 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი, სოფ. ჯიმასტარო
  • ეროვნება: ქართველი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სრულიად საკავშირო სავაჭრო პალატის საქართველოს ფილიალის თავმჯდომარე.
  • პარტიულობა: სკკპ (ბ) წევრი 1934 წლიდან.

  • ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ დივერსიულ-მავნებლური, ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური წევრი, კ/რ საქმიანობით დაკავშირებული იყო დასახელებული კ/რ ორგანიზაციის ხელმძღვანელ წევრებთან, სრულად იზიარებდა მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის მითითებებს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეიარაღებული აჯანყების მომზადებასა და საბჭოთა მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერაქტების ჩატარების შესახებ. ეწეოდა ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ბაბალოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან