ვერხოვსკი დავით ვასილის ძე (1901)

  • დაბადების თარიღი: 1901 წ.
  • დაბადების ადგილი: უკრაინა, კრასნოგრადის რაიონი, სოფ. პარასკოვია
  • ეროვნება: უკრაინელი
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე ასრულებდა კავკასიის სამთო მსროლელთა დივიზიის მე-9 ბანაკის მშენებლობის ხელმძღვანელის მოვალეობას.
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო კონტრრევოლუციური ტროცკისტულ-ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა არსებული წყობილების შეცვლას კონტრრევოლუციური გადატრიალების ორგანიზებით. 2. დრაგილევის დავალებით ეწეოდა მავნებლობას კავკასიის სამთო მსროლელთა მე-9 დივიზიის ბანაკის მშენებლობაში. ჯაშუშურ კავშირში იყო დრაგილევთან, იყო მეკავშირე სხვა ჯაშუშებთან, გადასცემდა კორესპონდენციას, აგრეთვე ვითომდა ბანკეტებზე აწყობდა შეხვედრებს კონტრრევოლუციონერ ჯაშუშებთან.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კულაგინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-а, 58-7, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

1919-1920 წლებში მსახურობდა დენიკინის თეთრ არმიაში, მონაწილეობდა ტაგანროგთან ბრძოლაში წითელი არმიის წინააღმდეგ.