მანაგაძე სერგო ანტონის ძე (1903)
- დაბადების თარიღი: 1903 წ.
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: მეშჩანი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს კპ(ბ)-ის აჭარის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორი
- პარტიულობა: საქართველოს კპ(ბ) წევრი, გაირიცხა 1936 წელს ყოფაში გახრწნილობის გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ ტროცკისტული, ტერორისტული და დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ამხ. ს.მ. კიროვის ვერაგული მკვლელობა და შემდგომ წლებში (1934-1937 წწ) ამზადებდა ტერორისტულ აქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. ეწეოდა მავნებლობას სახელმწიფო ვაჭრობისა და კოოპერაციის სისტემაში, ასევე საბჭოთა მეურნეობების ტრესტში. კავშირი ჰქონდა უცხოეთის ერთ- ერთი ქვეყნის დაზვერვასთან და ასრულებდა ჯაშუშურ დავალებებს. მიიღო დავალება ტერორისტული აქტის განხორციელების შესახებ საქართველოს სსრ-ის კპ(ბ)-ის ცენტრალური კომიტეტის მდივან ამხ. ლ.პ. ბერიას წინააღმდეგ. ეწეოდა ახალი წევრების გადაბირებას კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში. თავი ცნო დამნაშავედ ბრალდების ყველა პუნქტში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-6, 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან