გალდავაძე გრიგოლ ანტონის ძე (1906)
- დაბადების თარიღი: 1906 წ.
- დაბადების ადგილი: ხონის (წულუკიძე) რ-ნი, სოფ. ივანდიდი, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს შაქრის ქარხნის მთავარი ინჟინერი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ უშუალოდ მონაწილეობდა შაქრის ქარხნის წინააღმდეგ კ/რ მავნებლური გეგმის შედგენაში. მისი დავალებით შეიქმნა კ/რ დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად ეწეოდა კ/რ საქმიანობას შაქრის ქარხანაში და ჩაშალა სკპ(ბ) და მთავრობის პროდუქციის გასაშვები ღონისძიებები. თავი სრულად ცნო დამნაშავედ. მხილებულია მალოხატკოს, არტიუხოვის, ჟოჟიკაშვილის, მოლჩანის და სხვ. ჩვენების საფუძველზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ავაკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ყოფილი მსხვილი ვაჭრების, კერძო მესაკუთრეების ოჯახიდან