ღლონტი თევდორე ზურაბის ძე (1888)
- დაბადების თარიღი: 1888 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ლანჩხუთი
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე იყო საქართველოს კვების მრეწველობის სახალხო კომისარიატის საგეგმო-ფინანსური განყ-ის გამგე. მანამდე მუშაობდა სააქციო საზოგადოება „მარგანექსპორტის“ დირექტორად ბერლინში, საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისრად და ამიერკავკასიის კომუნალური მეურნეობაში.
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1924 წლიდან
- ბრალად ედება: დააპატიმრა საქ.სსრ შინსახკომმა1937 წლის 15 ივნისს. თ. ღლონტის დაპატიმრების საფუძველი გახდა სხვა საქმეებზე დაკავებული ალექსანდრე ბესარიონის ძე ჭიჭინაძისა და ვლადიმერ პავლეს ძე სუხიშვილის ჩვენებები (ირიბი ჩვენებები) იმის შესახებ, რომ თ. ღლონტი არის კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი და ეწევა მავნებლურ საქმიანობას. თ. ღლონტმა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო და წინასწარი გამოძიების მსვლელობისას მიცემული ჩვენებები დაადასტურა.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 58-1-а, 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან