ალიევი ვახიდ აბდულა-ოღლი (1902)

  • დაბადების თარიღი: 1902 წ.
  • სახელის ვერსიები: ალიევი ნასირ აბდულა-ოღლი
  • სოციალური წარმომავლობა: ღარიბი გლეხობიდან
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ლუქსემბურგის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტი - თავმჯდომარე.
  • საცხოვრებელი ადგილი: ლუქსემბურგი (ბოლნისი), საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი, რიგებიდან გარიცხული იყო დაპატიმრების შემდეგ.

  • დაპატიმრების თარიღი: 08/31/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ მუშაობდა ლუქსემბურგის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. გამოთქვამდა უკმაყოფილებას კომპარტიის მისამართით. თითქმის ხმამაღლა ლაპარაკობდა კომუნიზმის აშენების შეუძლებლობაზე. აშკარად ამხილებდა აშიშვლებდა შინსახკომის საქმიანობას. ადიდებდა მუსავატთა პარტიის წევრ ემინ ოღლის და სხვებს. აკრიტიკებდა შინსახკომის სასამართლოს. მავნებლობის მიზნით ურევდა ფინანსური გეგმების ხარჯთაღრიცხვას. მშენებლობის ყველა გეგმა ჩაშალა 1935 წლიდან მოყოლებული 1937 წლამდე. გაანიავა 200 000 მანეთი, გადმორიცხული "უნიონას" მიერ. ლუქსემბურგის რაიონის აღმასრულებელ კომიტეტში ეს დოკუმენტები არ არსებობს. იგი მხილებულია, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი არალეგალური, კ/რ მავნებლური ორგანიზაციისა ლუქსემბურგის რ-ში. ეწეოდა გადაბირებას. მის მიერ გადაბირებული იყო პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორი ერნსტ შლეგელი.წარდგენილ ბრალდებას ხსნის პოლიტიკური შეცდომით და არა პირდაპირი კრიმინალური ქმედებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-9, 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან