კუკანია ვიქტორ პეპუს ძე (1907)
- დაბადების თარიღი: 1907 წ.
- დაბადების ადგილი: მარტვილის (გეგეჭკორი) რ-ნი, სოფ. ვანთა, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრების მომენტში იყო არალეგალურ მდგომარეობაში
- დაპატიმრების თარიღი: 12/10/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ გადასახლებაში ყოფნის დროს იყო კავშირში არალეგალური კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან და იყო მათი კ/რ საქმიანობის საქმის კურსში. 1937 წლის მაისში დასახელებული კ/რ ორგანიზაციის მონაწილეთა ხელ შეწყობით, მოაწყო გაქცევა გადასახლების ადგილიდან ნესტორ ჭანკვეტაძესთან ერთად, რომლის მეშვეობითაც დაუკავშირდა ლეჩხუმისა და სამეგრელოს რაიონებში მოქმედ პოლიტიკურ ბანდიტს, კ/რ ფაშისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ჭანკვეტაძეს. მისგან მიიღო იარაღი, მიემხრო მის კ/რ ორგანიზაციას და ამის პარალელურად, ალექსანდრე ჭანკვეტაძესთან ერთად მონაწილეობდას გლეხებისა და კოოპერატიული ორგანიზაციების შეიარაღებულ ძარცვაში. თავი ცნო დამნაშავედ. დაპატიმრებულია 10.XII-1937 წელს. მოთავსებულია თბილისის ციხეში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ურუშაძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
გლეხი - ერთპიროვნული მეურნე. დაპატიმრებამდე იყო არალეგალურ მდგომარეობაში.