იმნაიშვილი შალვა ლავრენტის ძე (1903)

  • დაბადების თარიღი: 1903 წ.
  • დაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი, შუხუთი, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - გურჯანიის რაიონის სამხედრო კომისარი; წოდება - კაპიტანი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1926 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1926 წლიდან იყო არალეგალური სამხედრო კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი(შემდგომში შეუერთდა კ/რ მემარჯვენეთა ბლოკს), ეწეოდა მავნებლობას, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ძალის შესუსტებისაკენ და კ/რ საქმიანობაში დაკავშირებული იყო კ/რ ორგანიზაციის რიგ წევრებთან. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია მოგელაძის და კვირკველიას ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

1922 წლიდან მსახურობდა მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში სხვადასხვა სამეთაურო თანამდებობებზე.