არუთინოვი არტემ სერგოს ძე (1902)

  • დაბადების თარიღი: 1902 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, გურჯაანი, სოფ. ურიათუბანი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: სომეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: კომუნისტური პარტიის (ბ) რაიკომის ინსტრუქტორი.
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, გურჯაანი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი

  • ბრალად ედება: რომ პარტორგანიზაციებში ეწეოდა დამანგრეველ საქმიანობას, სხდომებს ატარებდა გაუკუღმართებული სახით, ავიწროებდა ერთგულ კომუნისტებს, არ ხელმძღვანელობდა პარტიულ ორგანიზაციებს, პარტიულ სხდომებს არ ესწრებოდა, პარტიულ მხარდაჭერას არ უწევდა მოქალაქეებს. კავშირი ჰქონდა ყოფილ კულაკებთან და მენშევიკებთან მარტაშვილთან და ილია ჩალათაშვილთან. ეხმარებოდა მათ. მარტაშვილს გადასცა 2 ჰექტარი საუკეთესო მიწა და დაუბრუნა გადასახადების გადაუხდელობისთვის წართმეული ხარები. უწმაწური სიტყვებით მოიხსენია ის კოლმეურნეები რომლებიც ჩიოდნენ ბაგა-ბაღების მოუვლელობას და წამოაყენა წინადადება მათი დახურვის შესახებ. კ/რ ვარამაშვილის დაკავების შემდგომ ავრცელებდა პროვოკაციულ ხმებს და აქებდა ვარამაშვილს. იყო კ/რ მემარჯვენეთა ორგანიზაციის წევრი. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გუტიკაშვილი, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან