ბალუაშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე (1899)

  • დაბადების თარიღი: 1899 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ.ზაქათალა, აზერბაიჯანი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: სასულიერო წოდების
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პოლკის ინჟინერი. წოდება - მე-3 რანგის სამხედრო ინჟინერი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ იყო 1. წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. შედიოდა საბჭოთა არმიაში არსებულ კ/რ სამხედრო მავნებლურ ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალისტური წყობის რესტავრაციას. 3. 1935 წლიდან ეწეოდა კ/რ მავნებლურ საქმიანობას პოლკის საბრძოლო მზადების პროცესში.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: შუტოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან