გაბელაშვილი ლევან ბარნაბის ძე (1907)

  • დაბადების თარიღი: 1907 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: მესაკუთრე; გაბელაშვილის მამა იყო ქარხნის მფლობელი.
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესია არა აქვს. სომხური კულტურის სახლის კომენდანტი
  • პარტიულობა: ალკკ წევრი 1928 წლიდან

  • დაპატიმრების თარიღი: 11/05/1937 წ.
  • ბრალად ედება: ლავრენტი ბერიაზე ტერაქტის მცდელობაში. იყენებდა ტერორისტული ხასიათის გამოთქმებს ლავრენტი ბერიას მიმართ, რაც დაუმალა საგამოძიებო ორგანოებს. მოტყუებით შეაღწია ალკკ-ს რიგებში. გაბელაშვილმა აღიარა, რომ ნამდვილად იმყოფებოდა აივანზე რევოლვერით, მაგრამ უარყოფდა, რომ ამოიღო რევოლვერი იარაღის ბუდიდან და ამტკიცებდა, რომ არ ჰქონდა განზრახული ტერაქტის განხორციელება.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: საბო, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან