გეგეჭკორი ვლადიმერ კონსტანტინეს ძე (1906)

  • დაბადების თარიღი: 1906 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ზუგდიდი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ორჯონიკიძის რაიონის პროკურორი. იურიდიული ფაკულტეტის ყოფილი სტუდენტი.
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1927 წლიდან გაირიცხა 1937 წელს, როგორც კონტრრევოლუციონერი

  • ბრალად ედება: რომ, როგორც მემარჯვენეთა ახალგაზრდული კ/რ ტერორისტული მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი, სტუდენტთა პროფკავშირების აღმასრულებელი ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას, პროფკავშირული მიმართულებით მუშაობის ჩაშლის გზით და კ-რ ორგანიზაციის მავნებლური ღონისძიებების დაფარვით ხელს უწყობდა ასეთი ღონისძიებების ჩატარებას. იბირებდა ახალ წევრებს კ-რ ორგანიზაციაში და აცნობდა მათ კ-რ ორგანიზაციის მითითებებს სკკპ(ბ) და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორის, მავნებლური ღონისძიებების ჩატარების შესახებ, და სხვ., აბამდა მათ აქტიურ კ-რ საქმიანობაში. ბრალდებულ ვ. კ. გეგეჭკორს კ/რ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გასამართლებული ხალხის მტრის ორაგველიძისაგან დავალებული ჰქონდა საქ. კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივან ლ. ბერის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობა. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია კ. შ. ორაგველიძის, ა. დ. მირცხულავას და დ. ბ. ჯანელიძის ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან