გვარჯალაძე სამსონ მარკოზის ძე (1887): განსხვავება გადახედვებს შორის

(სტალინური სიები საქართველოდან)
 
(განსხვავება არ არის)

მიმდინარე ცვლილება 17:22, 12 აგვისტო 2016 მდგომარეობით

  • დაბადების თარიღი: 1887 წ.
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს "სახელმწიფო ვაჭრობის" ხილის დამამზადებელი.
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. ლანჩხუთი, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: უპარტიო

  • დაპატიმრების თარიღი: 07/20/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი არალეგალური კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომლსაც ხელმძღვანელობდა პარმენ ცინცაძე. მისი დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ხილის, ლუფის და სხვ. დამზადების დარგში. ხელოვნურად გამოიწვია უკმაყოფილება კოლმეურნეებს შორის. რამდენჯერმე მონაწილეობდა არალეგალურ კ/რ ტროცკისტულ შეხვედრებში. ცილს სწამებდა პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელებს.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გოგია, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან