გვოზდევი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1900)

  • დაბადების თარიღი: 1900 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. ოდესა, უკრაინა
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: მეშჩანი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ყოფილი თანამშრომელი. დაპატიმრების მომენტში - კონკრეტული საქმიანობის გარეშე

  • ბრალად ედება: რომ გადაიბირა ადრეი შპეცმა ჯაშუშურ საქმიანობაში გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ და წლების განმავლობაში ეწეოდა ინტენსიურ, ძირგამომთხრელ და ჯაშუშურ საქმიანობას, გერმანული სადაზვერვო ორგანოების სასარგებლოდ. ასევე, შლიდა ჩეკისტურ ოპერატიულ სამუშაოებს და ინახავდა კადრებს უცხოური დაზვერვისათვის. ყველა, ვინც ეწეოდა ჯაშუშურ, ძირგამომთხრელ საქმიანობას სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სხალხო კომისარიატის სისტემებში გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ, შემდგომში გახდა კ/რ შეთქმულების მონაწილე შინსახკომის ორგანოებში. შეთქმულების მიზანი იყო სახელმწიფო მმართველობის ხელში ჩაგდება ქვეყანაში არსებული საბჭოთა ხელისუფლების და სკკპ(ბ) ხელმძღვანელთა ფიზიკური განადგურების გზით. თავი სრულად ცნო დამნაშავედ. მხილებულია ვოლკოვსკის(ფომიჩევის), არშადაგასანის და სხვათა ჩვენებებით. მოთავსებულია შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შიდა ციხეში.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლაზარევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-11, 58-6

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან