გოგია ვასილი პეტრეს ძე (1903)

  • დაბადების თარიღი: 1903 წ.
  • დაბადების ადგილი: სენაკის რ-ნი, სოფ. ფოცხო, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: უმაღლესი -ა.ნ. კომაროვსკის სახელობის ლენინგრადის უმაღლესი სამხედრო საინჟინრო სასწავლებლის კურსდამთავრებული.
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე მუშაობდა მე-3 ინტერნაციონალის კოლმეურნეობაში აგრონომად.
  • საცხოვრებელი ადგილი: გაგრის რაიონი, დაბა ბიჭვინთა, საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ
  • პარტიულობა: ალკკ წევრი 1926 წლიდან, პარტიიდან გარიცხულ იქნა 1937 წელს დაპატიმრების გამო, როგორც შინსახკომის ორგანოების მიერ გამოვლენილი ხალხის მტერი - ფაშიზმის აგენტი.

  • დაპატიმრების თარიღი: 07/01/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1935 წელს შევიდა კ/რ ტროცკისტულ ტერორისტულ ორგანიზაციაში სუბტროპიკულ ინსტიტუტში, რომელსაც ხელმძღვანელობდა შალვა ოდილავაძე. 2) იყო წევრი კ/რ ორგანიზაციისა. იცოდა ტერორისტული აქტების შესახებ, რომლებიც მზადდებოდა საბჭოთა მთავრობისა და ხელისუფლების წინააღმდეგ. იყო ინფორმირებული შეიარაღებული გზით საბჭოთა ხელისუფლების დამხობის შესახებ. 3) ეწეოდა კ/რ აგიტაციას სტუდენტებს შორის და ქმნიდა უკმაყოფილებას საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკისადმი.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: გრიგორიადი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
  • მუხლი: 58-8, 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან