ზაზნობინი ნიკოლოზ ივანეს ძე (1901): განსხვავება გადახედვებს შორის

(სტალინური სიები საქართველოდან)
 
(განსხვავება არ არის)

მიმდინარე ცვლილება 17:13, 12 აგვისტო 2016 მდგომარეობით

  • დაბადების თარიღი: 1901 წ.
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 24-ე სამხედრო საწყობის ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსი, წოდებით მესამე რანგის სამხედრო ინჟინერი.
  • პარტიულობა: 1928 წლიდან იყო საკავშირო კპ(ბ)-ს წევრი. გაირიცხა პარტიიდან 1937 წელს დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის ვერაგული მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. იყო წევრი კ/რ სამხედრო-მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობასა და კაპიტალიზმის რესტავრაციას. 3. ეწეოდა მავნებლობას 24-ე სამხედრო საწყობის იარაღის შეკეთების სისტემაში მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერის ძირის გამოთხრის მიზნით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: შუტოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან