კეკელიძე პოლიკარპე ანდრიას ძე (1904)

  • დაბადების თარიღი: 1904 წ.
  • დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, ზემო სურები, საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სპეციალობით პედაგოგი; სახალხო განათლების ბაღდათის რაიონის განყოფილების უფროსი.
  • საცხოვრებელი ადგილი: ბაღდათის (მაიაკოვსკი) რ-ნი, სოფ. ბაღდათი, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტული არალეგალური ორგანიზაციისა, რომელიც არსებობდა 1937 წლის მარტის თვიდან. ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ბაღდადის რაიონის ლენინური კომუნისტური ახალგაზრდული კავშირის მდივანი, ა.გ.სიხარულიძე. ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა მავნე საქმიანობას, რაიონში შლიდა სწავლის აკადემიურ გეგმას. ყველანაირად ცდილობდა, გაეტარებინა ძირგამომთხრელი დამანგრეველი საქმიანობა. მაგალითად, შეგნებულად აფერხებდა სკოლის მშენებლობას, აძლევდა მავნებლურ დავალებებს ტექნიკურ პერსონალს სკოლის მშენებლობის დროს, საბოლოო შედეგი კი ის იყო, რომ უხარისხო მასალით აშენებული სკოლა დანგრევის საშიშროების წინ დადგა.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კალაძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან