ლაზარევი სერგეი ივანეს ძე (1905): განსხვავება გადახედვებს შორის
მ (სტალინური სიები საქართველოდან) |
(განსხვავება არ არის)
|
მიმდინარე ცვლილება 17:18, 12 აგვისტო 2016 მდგომარეობით
- დაბადების თარიღი: 1905 წ.
- სახელის ვერსიები: ლაზარევი სერგეი ისრაელის ძე
- დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი, საქართველო
- ეროვნება: ასირიელი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: "საქართველოს მინერალური წყლების" ჩამომსხმელი ქარხანის თანამშრომელი.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბორჯომი, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: 1937 წელს გაირიცხა საკავშირო კპ(ბ)-ს რიგებიდან ტროცკისტული საქმიანობისათვის.
- ბრალად ედება: რომ იყო არალეგალური კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, კავშირი ჰქონდა ტროცკისტული ჯგუფის ხელმძღვანელებთან ლადო ციცქიშვილთან და კუპრაძესთან, რომელთა დავალებითაც ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას, კერძოდ, ჩაშალა ლურსმნების დროული მიწოდება რითაც გამოიწვია პროდუქციის ყუთების დამზადების კრიზისი.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მანდენოვი, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან