ლორთქიფანიძე დავით ექვთიმეს ძე (1895)

  • დაბადების თარიღი: 1895 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, წყალტუბო, სოფ. ჯიმასტარო
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებისას მუშაობდა სალიბაურის ჩაის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად.
  • საცხოვრებელი ადგილი: თბილისი, საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1904-1927 წწ. და 1930 წლიდან - დაპატიმრებამდე. ნაციონალ-უკლონისტი. 1923 წ. დადგა კ/რ ტროცკისტულ პლატფორმაზე.

  • დაპატიმრების თარიღი: 08/23/1936 წ.
  • ბრალად ედება: რომ იყო მონაწილე კ/რ ზინოვიევურ-ტროცკისტული, ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 1934 წლის 1 დეკემბერს განახორციელა ამხ. კიროვის საზარელი მკვლელობა და რომელიც ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ(ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. ამას გარდა, ტროცკისტული ცენტრის დავალებით ლორთქიფანიძემ ტროცკისტებისგან შექმნა ტროცკისტული ტერორისტული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ავქსენტი პაპავა, ვლადიმერ ლეჟავა, შალვა ტაბიძე და ალექსანდრე ბახტაძე. აგრეთვე შექმნა საქართველოს ზოგიერთ რაიონში ანალოგიური ტერორისტული ჯგუფები, რომლებშიც შედიოდა 120-მდე კაცი. სალიბაურის ჩაის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად მუშაობისას მავნებლობის მიზნით ამცირებდა ჩაის პლანტაციებს.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან