პაიჭაძე ივანე ატიკის ძე (1904)

  • დაბადების თარიღი: 1904 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, სიღნაღი, სოფ. ვაქირი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ყაზბეგის რაიონის სოფლის საბჭოს თავმჯდომარე.
  • პარტიულობა: საკავშირო კპ (ბ)-ს წევრი 1927 წლიდან; პარტიის რიგებიდან გაირიცხა 1937 წელს დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის წევრი. 2. მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის წევრ ნამგალაძის დავალებით ყაზბეგის რაიონის კოლმეურნეობებში ჩამოაყალიბა მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციები. 3. რაიონის კოლმეურნეობებში ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას. 4. ნამგალაძისავე დავალებით საქართველოს სამხედრო გზაზე უნდა მოეწყო ტერორისტული აქტები საკავშირო კპ (ბ)- სა და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ოვიანი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან