პაპავა ალექსანდრე ფადეს ძე (1892)

  • დაბადების თარიღი: 1892 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, სამტრედია
  • ეროვნება: ქართველი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სამტრესტის მმართველის მოადგილე და საგეგმო- საფინანსო განყოფილების უფროსი
  • პარტიულობა: საქართველოს კპ (ბ) წევრობის კანდიდატი 1930 წლიდან

  • ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი. კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა სევერიან კუხალეიშვილმა. სამტრესტის სისტემაში ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას და შეჰქონდა დეზორგანიზაცია სამტრესტის საგეგმო-საფინანსო მეურნეობაში. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დრეი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან