რეინგოლდი ვიქტორ იაკობის ძე (1901)

  • დაბადების თარიღი: 1901 წ.
  • დაბადების ადგილი: რუსეთი, მოსკოვი
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: მეშჩანი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში - 1917 წლიდან; იყო სხვადასხვა თანამდებობებზე. დაპატიმრებამდე - საქართველოს სსრ-ს სავაჭრო-სამრეწველო სამმართველოს ბუღალტერ- რევიზორი; წოდება - პირველი რანგის ტექნიკოს-ინტენდანტი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრობის კანდიდატი. გარიცხეს 1932 წელს მორალურ- საყოფაცხოვრებო გახრწნილობისათვის.

  • ბრალად ედება: რომ 1936 წლის მარტში ხალხის მტერმა ლევინსკიმ გადაიბირა კონტრრევოლუციურ, სამხედრო, მავნებლურ ორგანიზაციაში და ეწეოდა აქტიურ მავნებლობას, რომელიც იყო მიმართული სსრკ-ს თავდაცვისუნარიანობის შესასუსტებლად. 1934 წლის გაზაფხულიდან არის პოლონეთის დაზვერვის აგენტი. ამ დროიდან სისტემატურად აწვდიდა პოლონეთის დაზვერვას ჯაშუშურ მასალებს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის ჰოსპიტლის მდგომარეობის შესახებ. თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ისაშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-6, 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან