ყავრიშვილი მიხეილ ივანეს ძე (1898): განსხვავება გადახედვებს შორის
მ (სტალინური სიები საქართველოდან) |
(განსხვავება არ არის)
|
მიმდინარე ცვლილება 17:20, 12 აგვისტო 2016 მდგომარეობით
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ინდუსტრიული ინსტიტუტის სამხედრო საქმის მასწავლებელი; წოდება - მაიორი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ სამხედრო ორგანიზაციისა, რომლის ამოცანა იყო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია. მონაწილეობდა ყოფილი ოფიცრების -არტილერისტების კ/რ დაჯგუფებაში და ეწეოდა კ/რ აგიტაციას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ხუციშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მენშევიკური გვარდიის ყოფილი ოფიცერი, 1920-1921 წლებში აქტიურად იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ. მსახურობდა არტდივიზიონის მეთაურად.