ცენტნერი ალექსანდრე ივანეს ძე (1913)

  • დაბადების თარიღი: 1913 წ.
  • დაბადების ადგილი: ოდესის ოლქი, სოფ. როშტადტი, უკრაინა
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: გერმანელი
  • სოციალური წარმომავლობა: მემამულე
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე მუშაობდა სალიბაურის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში კომენდანტად.
  • საცხოვრებელი ადგილი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური, საქართველის სსრ, აჭარის ასსრ
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1) იყო კონტრრევოლუციური, ფაშისტურ-ჯაშუშური ტერორისტული და მავნებლური ორგანიზაციის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი; 2) ახორციელებდა ხალხის გადაბირებას ხსენებულ ორგანიზაციაში, ამზადებდა მათ ტერორისა და შეიარაღებული აჯანყებისთვის; 3) იყო დაკავშირებული გერმანიის დაზვერვასთან და ასრულებდა მის დავალებებს; 4) ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას საბჭოთა მეურნეობაში ; 5) ტროცკისტებისგან მიიღო დავალება საქ.სსრ კომპარტიის ცკ მდივნის, ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობის თაობაზე. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: მინინი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
  • მუხლი: 58-1-ა, 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან