ხვედელიძე სოკრატე ივანეს ძე (1901)

  • დაბადების თარიღი: 1901 წ.
  • დაბადების ადგილი: ხაშურის რაიონი, სოფ.ზემო ჭალი, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: მუშა
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თბილისის რაიონული სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო ნაწილის ხელმძღვანელის თანაშემწე
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; საკავშირო კპ(ბ)-დან გარიცხეს კ/რ ტროცკიზმისათვის 1937 წელს.

  • ბრალად ედება: რომ იყო კ/რ სამხედრო ორგანიზაციის წევრი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, სადაც გადაიბირეს 1936 წლის აგვისტოში. კ/რ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში გაწვევის დროს და ეწეოდა კ/რ ტროცკისტულ აგიტაციას.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: კომოლცევი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-10, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან